პოლიციელებზე გაბრაზებულმა მამაკაცმა პოლიციის შენობაში მინა ჩაამსხვრია
თარიღი : 10-01-2015, 00:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში, სამართალდამცავების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილმა თემურ მოდებაძემ თვითდაზიანებები მიიყენა. მოდებაძემ პოლიციის განყოფილებაში მინა ჩაამსხვრია და ინვენტარი დაამტვრია, რის შემდეგაც მამაკაცი ჭრილობებით ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისიდან ტყიბულში მიმავალი თემურ მოდებაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ სამი პიროვნება სამართალდამცავებმა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის მიზნით გააჩერეს. დაკავებულებიდან პოლიციელებს წინააღმდეგობა მხოლოდ თემურ მოდებაძემ გაუწია. მოდებაძესთან ერთად დაკავებულებს ამ წუთებში ნარკოლოგიური შემოწმება ტყიბულის პოლიციაში უტარდებათ.