Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ზვიად ჯავახიამ დასუფთავებაში საკუთარი ცოლი გაუშვას თუ კარგია", -მრავალშვილიანი დედის პასუხი მერიას

თარიღი : 9-01-2015, 21:08 | კატეგორია: საზოგადოება, სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე პროკურატურას ქუთაისის მერიის ხარჯებით დაინტერესებას სთხოვს.
დახუნდარიძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება 12-შვილიან დედას დახმარებაზე უარს ეუბნება, ხოლო მერიის ჩინოვნიკების ნაცნობ-მეგობრები აღნიშნული კუთხით პრივილეგიით სარგებლობენ.
მრავალშვილიანი დედა აცხადებს, რომ ოჯახში არც ერთი წევრი მუშაობს, რის გამოც ბანკის ვალების გადახდა და არსებობა უჭირთ.
„ქუჩაში გავათენე ახალი წელი. შვილები მშივრები მყავს სახლში. ქალაქის მერი შეგნებულად არ მელაპარაკება. ამივლის და ჩამივლის. დახმარებები რაც მივიღე, მეკუთვნოდა. მაგათ ნაცნობ-მეგობრებზე აქვთ გაცემული დახმარებები მერის სარეზერვო ფონდიდან,“ - ამბობს მარინა დახუნდარიძე.
მრავალშვილიან დედას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ უპასუხა. ჯავახიას თქმით, 2014 წლის განმავლობაში ქუთაისის ბიუჯეტიდან 20 000 ლარზე მეტი რაოდენობის დახმარება აქვს მიღებული. ჯავახიამ მარინა დახუნდარიძეს სამსახური ააიპ „სპეციალურ სერვისებ“-ში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე შესთავაზა.
„ზვიად ჯავახიამ დასუფთავებაში საკუთარი ცოლი გაუშვას თუ კარგია. ქუთაისის მერს არ ვენდობი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს დავუჯერებ?,“ - ამბობს დახუნდარიძე.
ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარების მოთხოვნით მარინა დახუნდარიძე ქუთაისის მერიის შესასვლელში დაახლოებით ორი კვირაა ზის.


ნანახია: 2712-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიასთან აქციები მრავალშვილიანმა დედებმა ერთდროულად გამართეს.
მრავალშვილიანი დედა აცხადებდა, რომ მრავალშვილიან ოჯახებს ხელისუფლების უყურადღებობის ფონზე, შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ.
მარინა დახუნდარიძის თქმით, მას ჯავახიამ უჩივლა.
მრავალშვილიანი დედა მერიის შესასვლელთან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
როგორც 12 შვილის დედა მარინა დახუნდარიძე აცხადებს, ქალაქის მერი მას დახმარებას შეჰპირდა, თუმცა მოატყუა.
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედის მარინა დახუნდარიძის დასაქმებაზე ქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.

ამინდი