ქუთაისში ახალი სასწავლო წელი სარემონტო სამუშაოების თანხლებით დაიწყო
თარიღი : 16-09-2013, 10:39 | კატეგორია: საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სასწავლო პროცესს ქუთაისის 38 საჯარო სკოლის მოსწავლეები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებიც შეუდგნენ. მიმდინარე წელს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცათ.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ანა ლეჟავას თქმით, ზაფხულის პერიოდში საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც ლეჟავა ამბობს, სამუშაოების ნაწილი სკოლების, ნაწილი კი სამინისტროს ფინანსური დახმარებით ხორციელდებოდა. ამ დროისათვის სარემონტო სამუშაოები სკოლების ნაწილში დასრულებულია, ნაწილში კი დასრულებას ელოდება.