"რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ქუთაისის საკრებულოში გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
როგორც მან განმარტა ქუთაისის მერმა და ქალაქის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტში ოღასყურის მდინარის კალაპოტის რეაბილიტაცია არ გაითვალისწინა, რის გამოც ის მოსახლეობაში ხელმოწერებს შეაგროვებს და რეაბილიტაციის თხოვნით ინფრასტრუქტურის სამინიტროს მიმართავს.
" მე მივეცი გამარჯვების უბნის მოსახლეობას პირობა, რომ მდინარის კალაპოტის რეაბილიტაციას განვახორციელებდით, თუმცა გავიდა ერთი წელი და ჯერ ამ საკითხზე საუბარი არ დაგვიწყია. მე კარგად მახსოვს შოთა მურღულია, როგორ ჰპირდებოდა ჩემი უბნის მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა ახლა ეს პრობლემა ყველას დაავიწყდა. ხვალიდან მე ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას და ამ თხოვნით რეგიონული განვითარების სამინისტროს მივმართავ,"- აცხადებს ნათო ქათამაძე.
ნატო ქათამაძის ამ განცხადებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ეხმაურება, მისი თქმით პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა შესაძლებელია თავდაპირველად მდინარის კალაპოტის გაწმენდა მოხდეს.