Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სოლიდარობა პარიზში ტერაქტის შედეგად დაღუპულებს

თარიღი : 9-01-2015, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარი ტერაქტი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციამ და ჟურნალისტთა სკოლის სტუდენტებმა გააპროტესტეს.
ახალგაზრდული ცენტრის წინ გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეებმა ტერაქტის შედეგად დაღუპულების მიმართ სოლიდარობაც გამოხატეს და მომხდარი თავისუფალ სამყაროზე დარტყმად შეაფასეს.
„ვემიჯნებით საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს და ვთვლით, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია მოხდეს პირადი აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ტერორისტული აქტების შეჩერება და პრევენცია,“ – ამბობს აქციის მონაწილე აკაკი საღინაძე.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ფრანგულ სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს ოფისზე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაღუპა, ხოლო 10 დაშავდა.როგორც ცნობლია ჟუნალმა Charlie Hebdo-მ, ცოტა ხნის წინ, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.


ნანახია: 2302-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეებმა საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტი დაგმეს და განაცხადეს, რომ ისინი გმობენ მსოფლიოში განხორციელებულ
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საფრანგეთში ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში, წერეთლის უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
კონცერტში მონაწილეობას ახალგაზრდული ცენტრის Teen club და სოფო ტოროშელიძე მიიღებენ.

ამინდი