Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მრავალშვილიანმა დედამ ქუთაისის ბიუჯეტიდან 20 000 ლარზე მეტი მიიღო

თარიღი : 9-01-2015, 12:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
დახუნდარიძემ მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან შიმშილობის აქციაც გამოაცხადა. მრავალშვილიანი დედა აცხადებდა, რომ ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ხოლო სამსახურის დაკარგვის შემდეგ მის შვილებს შიმშილით დახოცვა ემუქრებოდათ.
ქუთაისის მერიაში დახუნდარიძის ბრალდებებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ ბრიფინგით უპასუხა. ჯავახიას განცხადებით, 2014 წლის განმავლობაში მერია დახუნდარიძეს არაერთხელ დაეხმარა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იმასაც ამბობს, რომ მრავალშვილიან დედას მერიაში მრავალშვილიანი დედების ახლადარჩეულმა წარმომადგენელმა ეკატერინე გამყრელიძემ მერიაში რეკომენდაცია გაუწია და ადგილობრივ ხელისუფლებას მისი დასაქმება სთხოვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი დახუნდარიძეს სამსახური ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში“ მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე შესთავაზა.
„მარინა დახუნდარიძეს 12 შვილი ჰყავს. ყველა სრულწლოვანი და შრომისუნარიანია. ქუთაისის მერია მისი ოჯახის წევრებს ისევე როგორც სხვა ადამიანებს სთავაზობს მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და ღირსეულად დასაქმდნენ თვითმმართველობაში.
2014 წლის განმავლობაში ქალბატონ მარინა დახუნდარიძეს (ოჯახს არ აქვს სოციალურად დაუცველის ქულა) ქალაქის ბიუჯეტიდან მიღებული აქვს შემდეგი დახმარებები:
წლის განმავლობაში ხელფასის და პრემიის სახით აღებული აქვს 6370,98 ლარი;
მარინა დახუნდარიძის ოჯახის ყველა წევრი (15 ადამიანი) სარგებლობს უფასო კვების პროგრამით, რაც წელიწადში 7200 ლარს შეადგენს;
ის და მისი ოჯახის წევრები უფასო მგზავრობის პროგრამით სარგებლობენ, რაც წელიწადში 2600 ლარს შეადგენს (720 ბილეთი თვეში);
ის ყოველწლიურად იღებს 1000 ლარს ,,მრაავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამიდან;
,,სოციალური ღონისძიებების“ პროგრამიდან აღებული აქვს 300 ლარი;
იღებს სურსათს აღდგომის და ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით;
სარგებლობს საკურორტო-სარეაბილიტაციო ღონისძიებებით;
2014 წელს საერთო ჯამში ყველა პროგრამიდან დახუნდარიზისათვის გაწეული ფულადი დახმარებების რაოდენობა 20 000 ლარს აჭარბებს,“ - ამბობს ზვიად ჯავახია.
ჯავახია იმასაც ამბობს, რომ მარინა დახუნდარიძეს სარეზერვო ფონდიდან 2014წ. აღებული აქვს ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ხოლო მის შვილზე გვანცა გვასალიაზე სარეზერვო ფონდიდან 2014 წელს 200 ლარი გაიცა.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ მრავალშვილიანთა პროგრამების დაფინანსება 150 00 ლარიდან გასულ წელს 500 000 ლარამდე გაზარდა.


ნანახია: 2851-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მრავალშვილიანი დედა აცხადებს, რომ ოჯახში არც ერთი წევრი მუშაობს, რის გამოც ბანკის ვალების გადახდა და არსებობა უჭირთ.
მერიასთან აქციები მრავალშვილიანმა დედებმა ერთდროულად გამართეს.
მრავალშვილიანი დედა მერიის შესასვლელთან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
მარინა დახუნდარიძის თქმით, მას ჯავახიამ უჩივლა.
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედის მარინა დახუნდარიძის დასაქმებაზე ქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედის მარინა დახუნდარიძის განცხადებით, მრავალშვილიანი ოჯახები არავის ახსოვს და მათ შესაძლოა

ამინდი