Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში არსებული ნაგვის ურნები ქალაქის მერიასავით ძირგავარდნილია"

თარიღი : 9-01-2015, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ პარლამენტის მიერ "ნარჩენების მართვის კოდექსში" შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა.
გოგი წულაიას თქმით, პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, თუმცა მუნიციპალიტეტები აღნიშნული კანონპროექტისათვის მზად არ არის.
"ჯარიმები გაამკაცრეს, თუმცა ქუთაისის მერია ამისთვის მზად არ არის. ქალაქის მერიის წინ, ცენტრალურ ბულვარში ნაგვის თითქმის ყველა ურნა ძირგავარდნილია. ქუთაისის მერია და ამ ქალაქში არსებული ურნები ერთმანეთს ჰგავს. ჯარიმებს, რომ ზრდი იმაზეც, ხომ უნდა იზრუნო, რომ შენს ქალაქში ნაგვის ურნები გქონდეს,"- აცხადებს წულაია.
წულაის ბრალდებებს ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსხურის უფროსი მალხაზ ბასილაძე ეხმაურება, მისი თქმით ქალაქის მერია წელს ნაგვის ურნებს შეიძენს.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლიდან „ნარჩენების მართვის კოდექსში” ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის, ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური კი – 5 000 ლარით განისაზღრება.


ნანახია: 2221-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ქალაქში სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები
სკვერების გასხვისებასთან დაკავშირებულ კრიტიკას მოგვიანებით უპასუხეს ქალაქის მერიაში.
წულაიას თქმით, საპირფარეშოს დახურვის გამო, ქალაქში ანტისანიტარიაა და მოსახლეობა იძულებულია, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილება ქალაქის
დაპირისპირება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და ქუთაისის მერიას შორის.

ამინდი