Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დვალი და მურღულია კონკურსის ფარსზე პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევიან"

თარიღი : 9-01-2015, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ჩატარებული კონკურსის ობიექტურობის ხარისხს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ეჭვქვეშ აყენებს.
ორგანიზაცია კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" კონკურსის გამჭირვალეობის ხარისხს და მესამე კომპონენტის, გასაუბრების აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებდა და საზოგადოებას კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაციას პერმანენტულად აწვდიდა, კომისიის თავმჯდომარე არასერიოზულობაში გვადანაშაულებდა.
ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" მიღებული ქულების შესახებ საჯარო ინფორმაცია ტესტირების დასრულებისთანავე გამოითხოვა, რათა უკეთესი შედეგის მქონე კონკურსანტი გასაუბრების კომპონენტის საეჭვოობის და კომისიის რესპექტაბელურობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით კონკურსიდან მოხსნისგან დაეზღვია, მერიამ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო, რაც ცალსახა კანონდარღვევაა და იმთავითვე ნათელს ხდიდა კომისიის მზაკვრულ ჩანაფიქრს.
დღეს უკვე კონკურსის ობიექტურობის ხარისხი ქუთაისის საკრებულოს კოალიცია „ქართული ოცნების“ კოალიციის „რესპუბლიკელმა“ წარმომადგენელმა ნატო ქათამაძემაც დაიწუნა, რომელიც ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობას ითავსებს.
ახლა როცა კითხვები კოალიციაშიც ჩნდება, ნათელია, რომ საკრებულოს შიგნით არსებული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები ამ კონკურსმა ერთნაირად ვერ დააკმაყოფილა. მათთვის გამოყოფილი კვოტირებების შედეგად დანიშნულთა რაოდენობებმა ინტერესთა ჯგუფებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია.
სამწუხაროდ, აქ პროფესიონალიზმი მთავარი კრიტერიუმი არ აღმოჩნდა და არაკომპეტენტურად ჩატარებული კონკურსი აუცილებლად მოახდენს გავლენას სამსახურების გამართულად ფუნქციონირებაზე. შედეგებიც ქალაქზე მალე აისახება.
პასუხისმგებლობას ამ ფარსზე ბატონები, დვალი და მურღულია ვერსად გაექცევიან,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიასა და საკრებულოში 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. კონკურსის შედეგები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა გაასაჯაროვეს.
როგორც ცნობილია, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 1 693-მა აპლიკანტმა მიიღო, რომელთა მხრიდან საკონკურსო კომისიაში 5 000-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა.
„კონკურსის შედეგად 157 გამარჯვებული გამოვლინდა, ხოლო 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა.


ნანახია: 2652-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსის შედეგები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა გაასაჯაროვეს.
ქუთაისის მერიაში ჩატარებული კონკურსის შედეგად ახლიდან დაკომპლექტდა მერიის სამსახურები.
ცნობილია, კონკურსში მონაწილე 10 "რესპუბლიკელი"-დან ადგილობრივ ხელისუფლებაში მხოლოდ სამი კონკურსანტი დასაქმდა.
გია გოქაძის თქმით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მას კონკურსისა და ატესტაციის შედეგები არ მიაწოდა.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს პასუხობს.
ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

ამინდი