ქუთაისი ზამთართან შესახვედრად თავს მომზადებულად თვლის
თარიღი : 8-01-2015, 19:10 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ზამთრის სეზონისათვის მზადება მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმართველობის ინიციატივით, ქალაქში, მესხიშვილის თეატრის წინ ის ტექნიკა გამოფინეს, რომელიც მოგვიანებით ქალაქის ყველა უბანში გადანაწილდება.
ქუთაისის ვიცე მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის მობილიზებულია ათი ერთეული ტექნიკა, მათ შორის ორი ერთეული ტექნიკა ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი შეძენილი აქვს.
„საჭიროების შემთხვევაში გამოყვანილი იქნება ტრაქტორები და სპეციალური გრეიდერები. მიმდინარე წელს არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ შიდა გზების გაწმენდაც მოხდება,“ - ამბობს ნოდარ მიქიაშვილი.