Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თარიღი : 8-01-2015, 16:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აქცია ზესტაფონში.
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონი“-ს გულშემატკივრებმა მუნიციპალიტეტის ცენტრში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილე საფეხბურტო კლუბის მხარდამჭერები ზესტაფონის გამგეობას კლუბის დაფინანსებას სთხოვდნენ.
გულშემატკივართა განცხადებით, საფეხბურთო კლუბის მეპატრონემ ილია კოკაიამ „ზესტაფონი“-ს დაფინანსებაზე უარი თქვა, რის გამოც გუნდი სპონსორის გარეშე რჩება.
აქციის მონაწილეებს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე შეხვდა. მაღრაძე ამბობს, რომ ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბზე უარი მხოლოდ ზეპირად განაცხადა და თავისი სურვილი წერილობით არ დაუფიქსირებია.
„საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩვენთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა კოკაიამ. წლის ბოლოს, პირველი წრის დასრულების შემდეგ მოულოდნელი ვიყავით ჩვენ ამ საქმისთვის. მას ჰქონდა ნათქამი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაგვეთვალისწინებინა და დავდგომოდით გვერდით ინფრასტრუქტურის შენახვის კუთხით, ჩვენ 300 000 ლარი გავითვალისწინეთ ინფრასტრუქტურის მოვლის კუთხით, თუმცა მთლიანად გუნდის მიტოვებას მისი მხრიდან ჩვენ არ ველოდებოდით. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მოულოდნელი იყო. მინდა გითხრათ, რომ იურიდიულად ეს კლუბი კვლავ კოკაიას საკუთრებაშია. მან უბრალოდ განცხადება გააკეთა კლუბის დატოვების თაობაზე“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე.


ნანახია: 922-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები კლუბის შესაძლო დაშლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო, შესაძლოა, საფეხბურთო კლუბი დაიშალოს.
მთავარი საკითხი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის დაფინანსება იყო. დეპუტატების უმრავლესობამ კენჭისყრის შედეგად თავი შეიკავა კლუბის
ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის თქმით, ისინი იძულებულნი არიან საფეხბურთო კლუბმა არსებობა შეწყვიტოს.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ მხარდამჭერები კომპანია „ვისოლისგან“ დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია ვისოლმა სეზონის ბოლომდე უნდა გააგრძელოს დაფინანსება, რადგან ახალი ინვესტორის დაინტერესების
საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე ამბობს, რომ კლუბს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს.
რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში.

ამინდი