ალილოს ტრადიციული მსვლელობა ქუთაისში
თარიღი : 7-01-2015, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან მსვლელობით დაიწყეს. ალილოს მონაწილეეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ქუთაისელებს შობის დღესასწაული ქალაქის მერმა, იმერეთის გუბერნატორმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს.

ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს ადგილობრივ მოსახლეობას ულოცავენ.
დღის განმავლობაში შეგროვებული სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს გადაეცემა.