Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პოლიციელები სასიკვდილოდ სცემენ ახალგაზრდებს, შემდეგ ტყეში მიჰყავთ და ხეზე ჩამოკიდებულს ტოვებენ თითქოს თავი მოიკლა"

თარიღი : 6-01-2015, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში ოჯახის წევრები და ახლობლები პოლიციელების მიერ ნაცემ 19 წლის გიორგი ადეიშვილს ეძებენ.
19 წლის ახალგაზრდის დედა თეა თელია აცხადებს, რომ მისი შვილი სამართალდამცავებმა გუშინ იმ დროს სცემეს, როდესაც ის მეგობრიდან სახლში ბრუნდებოდა. ხოლო იმ დროს, როდესაც ადეიშვილი ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით პოლიციის განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ, 19 წლის ახალგაზრდა პოლიციელებს გაექცა.
„ჩემი შვილი ერთხელ უკვე დააკავეს სამართალდამცავებმა და წამალი ჩაუდეს. პირობით იყო გათავისუფლებული, თუმცა გამომძიებელი ზვიად თევზაძე ემუქრებოდა, რომ ციხეში მაინც დაალპობდა. ხშირად გვსმენია, რომ პოლიციელები სასიკვდილოდ სცემენ ახალგაზრდებს, შემდეგ ტყეში მიჰყავთ და ხეზე ჩამოკიდებულს ტოვებენ თითქოს თავი მოიკლა,“ - ამბობს გიორგი ადეიშვილის დედა თეა თელია.
გიორგი ადეიშვილის მეგობრებმა სოციალურ ქსელში გვერდი შექმნეს, რომლის საშუალებით ადამიანებს მოუწოდებენ ადეიშვილთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ოჯახს აცნობონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ პოლიციას ადეიშვილთან შეხება არ ჰქონია. უფრო მეტიც, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით ახალგაზრდის პოლიციის განყოფილებაში წაყვანა არავის უფიქრია.
„ნარკოლოგიურში პოლიციელებმა გიორგი ადეიშვილის მეგობარი გადაიყვანეს. ადეიშვილის ოჯახს სამართალდამცავებისათვის დახმარება არ უთხოვია. მისმა დედამ პოლიციაში მხოლოდ ის იკითხა, დაკავებული ხომ არ არისო,“ - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.


ნანახია: 2884-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიციელებისგან ნაცემი 19 წლის გიორგი ადეიშვილი მეალილოეებმა ერთ-ერთ სოფელში ხეზე იპოვეს.
მოდებაძემ პოლიციის განყოფილებაში მინა ჩაამსხვრია და ინვენტარი დაამტვრია, რის შემდეგაც მამაკაცი ჭრილობებით ტყიბულის საავადმყოფოში
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მამაკაცი პოლიციამ ნარკოტიკული შემოწმების მიზნით გააჩერა, თუმცა
როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები და ადვოკატი აცხადებენ, ის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 6 მამაკაცმა გამეტებით სცემა, ამის შემდეგ
აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ ადეიშვილს თავისუფლების ორი
ვკითხეთ, რა გქვია-თქო და სახელი და გვარიც გვითხრა.

ამინდი