ქუთაისის მერია სეზონის ბოლომდე 'ტორპედოს' 800 000 ლარზე მეტს გამოუყოფს
თარიღი : 5-01-2015, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი მწვრთნელი, დირექტორი და ფეხბურთელები ჰყავს.
საფეხბურტო კლუბ "ტორპედოს" პრესკლუბში ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა , საფეხბურთო კლუბის დირექტორმა დავით ფრუიძემ, და ახლადდანიშნულმა მწრვთნელმა გიორგი დარასელმა ფეხბურთელებთან ერთად მედიისთვის ბრიფინგი გამართეს და გუნდის შემადგენლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„წლების განმავლობაში საუბრობდნენ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ არ ჰქონდა დაფინანსება, რომ თითქოს ფეხბურთელები იყვნენ მშივრები და უხელფასოდ იხოცებოდნენ. მინდა გითხრათ, რომ „ტორპედოს“ იმაზე მეტი დაფინანსება ჰქონდა და აქვს, ვიდრე სხვა საფეხბურთო კლუბებს“, - აცხადებს დირექტორი დავით ფრუიძე.
გუნდის სამომავლო გეგმებზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ისაუბრეს.
მათი თქმით, კლუბი ფორმირების პროცესშია და ის ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელებით დაკომპლექტდება.
„კლუბი ფორმირების პროცესშია. რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს, რამდენიმეს კი კონტრაქტი დაუსრულდა და აღარ გავუგრძელებთ. მოვედი ახალი მწვრთნელი ახალი გეგმებით და ამბიციებით“, - აცხადებს გიორგი დარასელია.
„ქუთაისის მერია მაქსიმალურად შეეცდება, რომ კლუბს ღირსეული დაფინანსება ჰქონდეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ სეზონის დასრულებამდე კლუბს 800 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხება, რაც სავსებით საკმარისია“, - აცხადებს ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ კომპანია „ვისოლი“ აფინანსებდა, თუმცა 2014 წლის დეკემბრიდან კლუბს ქუთაისის მერია აფინანსებს.