ქუთაისის მერიას და იმერეთის გუბერნიას მეხანძრე-მაშველები გამოაკლდნენ
თარიღი : 5-01-2015, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის სახანძრო-სამაშველო და იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურები მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
აღნიშნული სამსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ რეგიონალურ სამმართველოში გაერთიანდება.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში უწყებების დაფინანსება ერთობლივად განხორციელდება, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნულ სამსახურებს მთლინად შსს დააფინანსებს.
ცნობისთვის, სახანძრო-სამაშველო და საგანგებო სიტუაციების შსს-ში გადასვლა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე განხორციელდა.