Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანქანები გადასცა

თარიღი : 4-01-2015, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი მანქანა გადასცა.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, გუბერნიის ავტოპარკის მდგომარეობა ასახარბიელოა. კერძოდ, მეფარიშვილის განმარტებით, მხარის პირველი პირის თანამდებობაზე დანიშვნისას მან 10 ავტომანქანა ჩაიბარა, რომელთაგან როგორც ზაზა მეფარიშვილი ამბობს, გადაადგილება მხოლოდ სამი მანქანით შეიძლებოდა.
"იმ სამ მანქანას, რომელიც მე და ჩემს მოადგილეებს გვემსახურება, კაპიტალური რემონტი ჩავუტარეთ. 7 მანქანა კი იმ დღეში იყო, სადმე რომ წაგეყვანა, მარაგი ნაწილები თან უნდა წაეღო. ამ მანქანების ამოცვლაზე ვმუშაობთ ისე, რომ ერთი მანქანი მაინც მივიღოთ. გვინდა, რომ გუბერნიაში არსებულ ყველა სამსახურს თავისი მანქანა ჰყავდეს. სამსახურის უფროსები თუ არ გადაადგილდნენ, სამხარეო ადმინისტრაცია სტატისტიკის სამსახურს დაემსგავსება. ის მანქანებიც დაგვეხმარება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოგვცა. 2003 წლის მანქანებია და ძალიან კარგ მდგომარეობაში არის," - განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.


ნანახია: 2125-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზაზა მეფარიშვილის თქმით , ის ადგილზე ჩამოსვლისთანავე მედიასთან ღია და გამჭვირვალე ურთერთობას გეგმავს.
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შედეგები შეაჯამა.
აღნიშნული სამსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ რეგიონალურ სამმართველოში გაერთიანდება.
ზაზა მეფარიშვილმა იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა მიმდინარე წლის 22 თებერვალს დატოვა.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის თქმით, ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი მეოთხედ მარტის თვეში გამოცხადდება.
მისი თქმით, მომავალი კვირის ორშაბათს ან სამშაბათს, მას სამხარეო ადმინისტრაციას წარუდგენენ და ამის შემდეგ დაიწყებს მუშაობას.

ამინდი