აბაშაში ავარიის შედეგად დაშავებულები ქუთაისის საავადმყოფოებში რჩებიან
თარიღი : 3-01-2015, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოსა და ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სოფელ მარანთან ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2 იანვარს აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან მოხდა. აღნიშნულ ტერიტრიაზე მიკროავტობუსს ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 დაშავდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაშავებულებს სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო პროცედურებიც უტარდებათ.
„ჩემი ვიზიტის მიზანს იმის გარკვევა წარმოადგენდა, რომელიმე პაციენტი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ან დამატებით კონსულტანტის მოწვევას ხომ არ საჭიროებს. თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის,“ - აცხადებს ვალერი კვარაცხელია.