Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ

თარიღი : 2-01-2015, 23:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ.
როგორც topnews.com.ge-ს განუცხადეს, გარდაცვლილებს ექსპერტიზა დილამდე ჩაუტარდებათ, შემდეგ კი ზუგდიდში, საკუთარ სახლებში გადაასვენებენ.

"ალბათ, ცოტა ხანში მოვლენ სპეციალური რეანომობილები და ჩვენი ნათესავების ცხედრებს ქუთაისიში გადასვენებენ. როგორც გვითხრეს, დილით მათ უკვე ზუგდიდში გადმოასვენებენ", - აცხადებენ გარდაცვლილების ახლობლები.

სოფელ მარანის სიახლოვეს ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. დაშავებულთაგან 3 აბაშის, 9 კი სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან რამდენიმე მცირეწლოვანია.

დაშავებულების ახლობლების განცხადებით, მათ ავტობუსი ჰქონდათ დაქირავებული და სოფელ მარანში ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდნენ, რომელსაც ბავშვი შეეძინა. უბედური შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც სტუმრები ზუგდიდში ბრუნდებოდნენ, სოფლის სიახლოვეს სარკინიგზო გადასასვლელზე, სადაც გზის გადასაკეტი მოწყობილობა არ იყო, მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ.


ნანახია: 1996-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
. გარდაცვლილს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის მახლობლად რამდენიმე კვირის წინ მოხდა, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, ჯარისკაცის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.
მანქანაქში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ერთი პირი კი დაშავდა.

ამინდი