Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩქაროსნული მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

თარიღი : 2-01-2015, 22:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აბაშაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ მარნის მახლობლად, მიკროავტობუსისა და ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
სამტრედიის რაიონული საავადმყოფოს მორიგე ექიმის ირაკლი მიქაძის თქმით, 9 დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. სამტრედიის საავადმყოფოში ამ დროისთვის რეანომობილებს ელოდებიან დაშავებულების ქუთაისისა და თბილისის საავადმყოფოებში გადასაყვანად, ხოლო გარდაცვლილთა ცხედრები სამტრედიის რაიონული საავადმყოფოდან ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ. ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრებს ზუგდიდში, გარდაცვლილთა სახლებში გადაასვენებენ.
გარდაცვლილთა ახლობლები აცხადებენ, რომ ადგილზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შლაგბაუმი არ არსებობდა, რის გამოც მძღოლმა მატარებელი ვერ დაინახა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები და დაღუპულები სოფელ მარანში,ახლობლის ახალშობილის სანახავად იმყოფებოდნენ. დაშავებულებს შორის უმრავლესობას ბავშვები წარმოადგენენ.


ნანახია: 2095-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილებს ექსპერტიზა დილამდე ჩაუტარდებათ, შემდეგ კი ზუგდიდში, საკუთარ სახლებში გადაასვენებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2 იანვარს აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან მოხდა. აღნიშნულ ტერიტრიაზე მიკროავტობუსს ჩქაროსნული
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის მახლობლად რამდენიმე კვირის წინ მოხდა, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბეები, მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის

ამინდი