Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დეპუტატი ახლო ხედით,"-ლაშა გვენეტაძე

თარიღი : 2-01-2015, 00:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
თითოეული დეპუტატის პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური წარსული, ღიად გაცხადებული შეცდომები და წარმატებები, მთავარი გზავნილები პოლიტიკურ ოპონენტებს, ამომრჩევლებსა და უბრალოდ, კონკრეტული დეპუტატის საქმიანობით დაინტერესებულ და ცნობისმოყვარე პირებს. რუბრიკა „დეპუტატი ახლო ხედით“ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას და კონკრეტული დეპუტატის უკეთ გაცნობას კვირაში ორჯერ შეეცდება.
რუბრიკა -„დეპუტატი ახლო ხედით“ წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს წევრს, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“ თავმჯდომარეს ლაშა გვენეტაძეს.



მინი დოსიე: ლაშა გვენეტაძე; დაბადების თარიღი: 12.12. 1979; განათლება-უმაღლესი, იურისტის კვალიფიკაციით. ოჯახი: ჰყავს მეუღლე -ხატია კიკვაძე და ორი შვილი-ნიკოლოზი და ანა.

1. დაასახელეთ სამი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის საკრებულოს წევრობა გადაწყვიტეთ;

პასუხი: ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში თითო აგურის დადება;
ქუთაისის საზოგადოების უკეთ გაცნობა;
შესაძლებლობის ფარგლებში, მოქალაქეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

2.თქვენი აზრით, რა არის ქუთაისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?

პასუხი: უმუშევრობა, სოციალური მხარე, უსახლკაროთა საცხვორებლებით უზრუნველყოფა.

3. როგორ ფიქრობთ, რამდენად გიცნობთ საკუთარი ამომრჩეველი და რა დაამხსოვრდება თქვენს ამორმჩეველს საკრებულოში თქვენი ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ?

პასუხი:ვფიქრობ, რომ ჩემი ურთიერთობებით და ნაკეთები საქმით უკეთ გამიცნობენ.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 10 წლის შემდეგ და როგორ ხედავთ მის განვითარებას?

პასუხი: მსურს 10 წლის შემდეგ ქუთაისი იყოს ტურისტულად უაღრესად განვითარებული, ბავშვივით ლამაზი და საყვარელი.

5. ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი.....

პასუხი: მთამსვლელი.

6. რას შეცვლიდით თქვენს ცხვორებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?

პასუხი: ოჯახს არ შევეხებოდი. დანარჩენს რადიკალურად შევცვლიდი უკეთესობისაკენ.

7. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

პასუხი: ოჯახი.

8. დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ.

პასუხი: ვაკეთოთ სიკეთე და ყველაფერი კარგად იქნება!

9. დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა და განმარტეთ, რა თვისებებით იმსახურებს თქვენს სიმპათიას?

პასუხი: მამუკა ასლანიკაშვილი (ხალხის თვალში კაცობა, სითბო და სიყვარული შეინარჩუნა).

10. დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხვევაში გააკეთებდით.

პასუხი: პრეზიდენტობის შემთხვევაში ხელს შევუწყობდი: სასამართლოს და მასმედიის დამოუკიდებლობას; ქვეყნის ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით, სახელმწიფოს გარანტიის საფუძველზე უპროცენტო (დაბალპროცენტიანი) სესხების მოსახლეობაზე გაცემას; ქველმოქმედთა და მეცენატთა სახელმწიფოს მხრიდან უდიდეს მხარდაჭერას და პოპულარიზაციას მათი სურვილის შემთხვევაში.

11. გაიხსენეთ კურიოზული შემთხვევა, რომელსაც საკრებულოში თქვენი საქმიანობისას ან ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ჰქონია ადგილი.

პასუხი: სულ სხვა შეხვედრაზე წასული ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის სტუმარი აღმოვჩნდი. კითხვაზე, მე რომ არ ვყოფილიყავი რას გაუშვებდით-თქო, მათ მიპასუხეს: მულტფილმს, კლიპს ან რაიმე გავუშვებდითო (იცინის).

12. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის.....

პასუხი: პატარების მძიმე ავადმყოფობებს.

13. ადამიანები მაოცებენ.....

პასუხი: ნეგატიურ შემთხვევაში: რომლებიც სიკეთეს ვერ ხედავენ; პოზიტიურ შემთხვევაში: ქველმოქმედი ხალხი.

14. თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის?

პასუხი: საბაგიროს ბაგრატის ტაძრიდან გელათის მონასტრამდე.

15. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?

პასუხი: სიფხიზლეს.

16. დაასახელეთ თემა ან რუბრიკა, რომლის ხილვა გსურთ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე.

პასუხი: სიკეთის მკეთებელი ხალხის სააშკარაოზე გამოტანა, რათა გახდეს სხვებისთვის მაგალითი (ქართველები წამბაძველი ხალხი ვართ).

17. ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?

პასუხი: გვქონდეს იმდენი საშუალება რამდენის დახმარებასაც ხალხი ითხოვს, რომ ყველას დავეხმაროთ; ქვეყანაში გაჭირვებული არ არსებობდეს. ყველა იყოს ბედნიერი და ქვეყანა იყოს სანახაობრივად სასურველი მთელი მსოფლიოსათვის; მესამე სურვილს ჩემთვის შევინახავ (იცინის).

18. როგორ განმარტავთ ფრაზას: ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.

პასუხი: ჯანსაღი საზოგადოების აქტიური ნაწილი ვარ.

19. ყველაზე ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება ჩემთვის იყო.......

პასუხი: ვერ ვიხსენებ (სავარაუდოდ არც მქონია და არც მაქვს სურვილი).

20. თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან, დაასახელეთ ყველაზე ადვილად და ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირებები.

პასუხი: მოსახლეობას დავპირდი, რომ ვიქნებოდი მათი წარმომადგენელი ადგილობრივ თვითმმართველობაში. ეს ერთი მხრივ ადვილია, ხოლო მეორე მხრივ-ძალიან რთულიც.

20. რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?

პასუხი: იყავით კაცთმოყვარენი, აკეთეთ სიკეთე და მოვუაროთ ჩვენს ქალაქს.

21. რას ურჩევდით ქალაქის მერიას და მერს?

პასუხი: მე ვუსურვებდი და არა ვურჩევდი ქალაქის ლამაზად და სწორად განვითარებას.


ნანახია: 2566-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
კითხვა: თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის? პასუხი: ქუთაისის ციხე-სიმაგრის აღდგენით ვერსიას.
"ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის სიყვარულის დეფიციტი ადამიანებში".
დაასრულეთ ფრაზა: ადამიანები მაოცებენ..... პასუხი: თუ დავაკვირდებით, ყველა ადამიანი თავისთავად გასაოცარია.
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? ოქროს თევზი? მსოფლიოს განვაიარაღებდი.
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? პასუხი: მე ვარ რეალისტი და არა „მეოცნებე“.

ამინდი