ქუთაისში კადეტთა ლიცეუმის იუბილეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არ ესწრებოდა
თარიღი : 15-09-2013, 13:54 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაარსებიდან სამი წლის იუბილის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა.
საიუბილეო ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, პარლამენტარები უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ლიცეუმის იუბილემ მათი მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ ჯარისკაცებს. გარდა ამისა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ლიცეუმის მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ცნობისთვის, კადეტთა სასწავლებელს საქართველოში 138 წლის ისტორია აქვს. ქუთაისის ლიცეუმის 2012 და 2013 წლების 167 კურსდამთავრებულიდან 147-მა სწავლა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელა.