Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Topnews.com.ge-ს საახალწლო ნომინაციები

თარიღი : 31-12-2014, 18:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გილოცავთ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქალაქსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.

წლის ეკონომია- ქუთაისის მერის იაფი მივლინებები;

წლის ახდენილი ოცნება-ქუთაისის მერიაში პრემიების გაუქმება;

წლის რაც გინახავს კიდევ ნახავ-ჩხუბი ქუთაისის საკრებულოში და მმართველი გუნდის დეპუტატის მიერ „ნაციონალი“ დეპუტატისათვის ნასროლი ბორჯომის ბოთლი;

წლის მუქარა-ქუთაისის საკრებულოს „ლეიბორისტი“ წევრი სამსონ გუგავა: ალესილი მახვილი ვიქნები საკრებულოში;

წლის წარმოდგენა- ქუთაისის მერიის წინ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას მიერ ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის დაწვა;

წლის შენობა- მასწავლებელთა სახლი.

წლის წარმატება- ქუთაისის მერიის პრესსამსახურად ჟურნალისტ ეკა მამისეიშვილის დანიშვნა;

წლის გადაწყვეტილება-იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილის ზეკო ხაჩიძის მიერ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დატოვება;

წლის დისკომფორტი-ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში შექმნილი საცობი;

წლის და არა მხოლოდ 2014 წლის მუდმივი ნატვრა-ქუთაისის 24 -საათიანი წყალმომარაგება;

წლის ძებნილი-ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე;

წლის რისხვა-იმერეთის გუბერნატორის მიერ ზესტაფონის ყოფილი და მოქმედი გამგებლების საჯარო დატუქსვა;

წლის გამგებელი-ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე;

წლის არბიტრი- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი;

წლის მონიტორინგი -იმერეთის გუბერნატორი;

წლის რესპონდენტი- პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია;

წლის ფანტაზია-ქუთაისის გაფართოება მეზობელი მუნიციპალიტეტების სოფლების შემოერთების ხარჯზე;

წლის სირცხვილი-უფუნქციოდ დარჩენილი საპირფარეშოები და საპირფარეშოს მაძებარი ტურისტები ქუთაისში;

წლის მოვლენა-ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისათვის სამუშაო კაბინეტის კარის აჭედვა სლოგანით: "თამაზა, წასულიყავი ლამაზად".

წლის დუელი -ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“- ს თავმჯდომარის გია გოქაძის განცხადებებით „ომი“.

წლის იმედი-ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი;

წლის იმედგაცრუება-საპორტო ქალაქის სტატუსის გარეშე დარჩენილი ქუთაისი.


ნანახია: 1869-ჯერ

მსგავსი სიახლეები
Topnews.com.ge გილოცავთ ახალ 2016 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის
საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE ბედნიერ, შემოსავლიან და სიკეთით სავსე 2017 წელს გისურვებთ!

ამინდი