ქუთაისის მერი: დღეს არის განწყობის შექმნა და მგონი შეიქმნა განწყობა
თარიღი : 31-12-2014, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქის ისტორიულ უბანში მიმდინარე წინასაახალწლო ღონისძიებები ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული მცირე ზომის საახალწლო ქალაქი მოინახულეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარებისა და მისალოცი ბარათების დათვალიერების გარდა, მოქალაქეებს მერიის დაკვეთით დამზადებული გოზინაყის დაგემოვნების საშუალებაც მიეცათ.
„ქუთაისი ღირსეულად ხვდება ახალ 2015 წელს. არის სხვადასხვა ღონისძიება. დატვირთულია სოციალური და კულტურული ღონისძიებებით. დღევანდელი დღე არის განწყობის შექმნა. შეიქმნა მე მგონი განწყობა. არის ის გოზინაყი, რომელიც დაანონსებული იყო და აინტერესებთ რატომ გამოცხადდა მასზე ტენდერი. დღეს საღამოს იქნება გრანდიოზული კონცერტი, ფოიერვერკი,“ - აცხადებს შოთა მურღულია.
ახალ წელთან შესახვედრად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კონცერტია დაგეგმილი, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ცნობილი საახეები მიიღებენ.