„იმერეთის საგანგებო სამსახურში თანამშრომლებს ცნობას სთხოვენ, რომ 'ნაციონალები' არ არიან“
თარიღი : 30-12-2014, 21:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გია თევდორაძის განცხადებით, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს შსს-დან მოსთხოვეს მიიტანონ ცნობა, რომ ისინი „ნაციონალებში“ არ არიან.
თევდორაძის თქმით, აღნიშნული მიზეზით პარტიაში დღეს რამდენიმე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი მივიდა, რომლებმაც მას სთხოვეს, რომ ცნობა გაეცა.
„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო სიტუაციები სულ მალე შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის, სწორედ ამიტომ, შსს-ს კადრების განყოფილება საგანგებოს თანამშრომლებს იბარებს და ეუბნება, რომ მოიტანონ ცნობა, რომ ისინი ყოფილი ხელისუფლების პარტიის წევრები არ არიან. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, სწორედ ამიტომ მივმართავ შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ ამით. ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯს დააზარალებს“,-განაცხადა თევდორაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.