მრავალშვილიან დედებს ქუთაისის მერიაში წარმომადგენელი ეყოლებათ
თარიღი : 30-12-2014, 16:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მრავალშვილიანი დედები ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ. მრავალშვილიანმა დედებმა ღია არჩევნების წესით ადგილობრივ ხელისუფლებაში წარმომადგენლად ეკატერინე გამყრელიძე აირჩიეს. გამყრელიძემ ქალაქის ხელმძღვანელობასთან ყველა ის გასაჭირი უნდა მიიტანოს, რომელიც მრავალშვილიანებს აწუხებთ. მრავალშვილიანების გადაწყვეტილებას და მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებს მხარი მხოლოდ ერთმა მრავალშვილიანმა მარინა დახუნდარიძემ არ დაუჭირა.
,,ჩვენთვის მრავალშვილიანი დედებისთვის დიდი შეღავათია ის დახმარებები, რომელსაც მერია გვთავაზობს. მე როგორც მრავალშვილიანების არჩეული წარმომადგენელი მათ უფლებებს დავიცავ,“-განაცხადა ეკატერინე გამყრელიძემ.
,,ჩვენ ვცდილობთ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის პროგრამები გავზარდოთ და მათი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. მე ვითანამშრომელბ მათ წარმომადგენელთან და ყველა იმ პრობლემას განვიხილავ, რომელიც მათ აწუხებთ და შესაბამის რეაგირებას მოვახდენ,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა მრავალშვილიანმა მამამ დავით გვეტაძემ და ადგილობრივ ხელისუფლებას მრავალშვილიანების მიმართ მეტი ყურადღებისაკენ მოუწოდა.