გეგუთის ნომერ მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გეგუთის ნომერ მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
აღნიშნულ თანამდებობაზე თანამშრომლებს ზურაბ ფერაძე გიორგი მღებრიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, საკადრო ცვლილებების მიზეზი მმართველის მიერ უფრო ღია და გამჭვირვალე მიდგომებია.
„გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დირექტორის მსგავსად ახალი დირექტორი დღეს ბათუმშიც წარვადგინე. მინდა, რომ ამ ხელმძღვანელებმა წარმატებით გაართვან დაკისრებულ მოვალეობას თავი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ციხეში არსებული პრობლემის შესახებ ციხის ხელმძღვანელები ღიად მესაუბრონ და უწყებაში არსებული პრობლემები შელამაზებულად არ წარმოაჩინონ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ზურაბ ფერაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ბესო მაქაცარია ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობას 7 თვის განმავლობაში იკავებდა.