Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის პოლიციის სამმართველოში 30 წლის ახალაგზრდის ხელკეტით გაუპატიურება სურდათ

თარიღი : 28-12-2014, 15:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის პოლიციის სამმართველოში 30 წლის ახალაგზრდის ხელკეტით გაუპატიურება სურდათ.
30 წლის ოთარ აფრიდონიძის ოჯახის წევრების თქმით, რამდენიმე სამართალდამცველმა ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ სცემა, როცა ის მეგობართან მიდოდა.
დაკავებულის ახლობლების თქმით, სამმართველოში მიყვანის შემდეგ დაკავებულს უთხრეს, რომ თუ ბოლო დროს ქალაქში მომხდარ და გაუხსნელ საქმეებს თავზე არ აიღებს ხელკეტით გააუპატიურებდნენ, ხოლო შემდეგ წამალს ჩაუდებდნენ.
ქუთაისის #2 საპყრობილეში მყოფმა აფრიდონიძემ პროტესტის ნიშნად პირი მავთულით ამოიკერა, ხელები კი დაიჭედა.

"ჩემს შვილს პოლიციელები 7 საათის განმავლობაში აწამებდნენ და სთხოვდნენ ქალაქში მომხდარი ბოლო დროს მომხდარი დანაშაულებები აღიარე, თორემ შენც და დედაშენსაც ბარიგობას დაგაბალებთო. "დუბინკით" გაუპატიურება სურდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვინმე ვლასს. დღეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ასეთი რაღაცები თუ კიდევ ხდებოდა, აღარ ვიცოდი. პროტესტის ნიშნად ჩემი შვილი ციხეში შიმშილობით კვდება, პირი ამოკეტილი აქვს და ხელები დაჭედებული აქვს, ამბობს, ჩადენილი რომ მქონდეს დანაშაული, ვაღიარებ, მაგრამ ის, რაც არ გამიკეთებია, როგორ ვაღიაროო", - აცხადებს დაკავებულის დედა ირმა აფრიდონიძე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, თუ პირი სამართალდამცველების მხრიდან იქნა ნაცემი, მას შეუძლია გენინსპექციას მიმართოს.


ნანახია: 3438-ჯერ

მსგავსი სიახლეები
30 წლის ახალგაზრდა შიმშილობს და სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული.
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის ოჯახის წევრების თქმით, პროტესტის ამ ფორმით მას მისი უდანაშაულობის დამტკიცება სურს.
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის დედის განცხადებით, მისი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა პატიმრების მსგავსად, დასაქმებას
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის დედა აცხადებს, რომ ის პროტესტის ამ ფორმით სამართალდამცველების მიერ უკანონო დაკავებას აპროტესტებს და
ოჯახის წევრების თქმით, 38 წლის მამაკაცს მაშინ, როცა ის მეგობრებთან ერთად იყო, თავს სამართალდამცველები დაესხნენ და უმოწყალოდ
როგორც პატიმრების ახლობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ სამართალდამცავი ორგანოები პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან.

ამინდი