თამარ მეფის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა დასრულდა
თარიღი : 28-12-2014, 12:58 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისში, თანარ მეფის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემების მოწყობა დასრულდა. ამ დროისათვის კი ტროტუარების და ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. ასევე ხდება ასფალტ- ბეტონის შემასწორებელი ფენის დაგება. თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი 1 950 000 ლარი ჯდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,დაგი პლიუსი“ ახორციელებს. სამუშაოები 2015 წლის მარტში დასრულდება. ამ დროისათვის კი სამუშაოების 50%-ზე მეტი შესრულებულია.