Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლაში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება

თარიღი : 27-12-2014, 16:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
თერჯოლაში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება.
ადგილზე არებული სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერეს

პროექტის განხორციელების მიზანს თერჯოლის მუნიციპალური ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა წარმოადგენს. პოლიგონის ტერიტორია 42639 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ყოველდღიურად თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან 15 მ³ ნარჩენი შედის. ამჟამად უკვე შემოიღობა ნაგავსყრელის ტერიტორია, ასევე ხორციელდება შიდა და გარე გზების მოწყობა. მიმდინარეობს პოლიგონის ელექტრიფიცირებაც. ადგილზე 41 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

თერჯოლის ნაგავსაყრელი 2007 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ოპერირებისთვის გასულ წელს გადაეცა. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ პოლიგონის ოპერირებაში გადაცემისთანავე დაიწყო. პროექტის ღირებულება 296 990 ლარს შეადგენს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება


ნანახია: 2215-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა.
პროექტის განხორციელებაზე 15 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა, - ამის შესახებ topnews.com.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ნიკეას ღია ტიპის ნაგავსაყრელი ნახევარ საუკუნეზე მეტია ფუნქციონირებს.
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ
ნიკეას ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის

ამინდი