ქუთაისის შემოვლით გზაზე დასაქმებულები უხელფასოდ რჩებიან
თარიღი : 26-12-2014, 14:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის შემოვლითი გზის ნახშირღელის მონაკვეთზე დასაქმებულ დაახლოებით 50-მდე პირს ხელფასის აღების პრობლემა შეექმნა.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ ნოემბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ, ხოლო ხელფასის გაცემის ზუსტ თარიღს დასაქმებელი კომპანია არ უსახელებთ.
„გზა გადავკეტეთ და მაშინ გვითხრეს, დაიშალეთ და ხუთ საათამდე დაირიცხება ხელფასებიო, თუმცა მოგვატყუეს. კომპანია „აკორდი“ თავის თანამშრომლებს ხელფასს უხდის. ჩვენ მისი კონტრაქტორი ფირმის „გრინვეი 2012“-ის წარმომადგენლები ვართ და ჩვენ უხელფასოდ გვტოვებენ,“ – ამბობს ავთო ძოწენიძე.