ენერგეტიკის მინისტრმა ხონის მოსახლეობას გაზიფიცირების პირობა მისცა
თარიღი : 25-12-2014, 21:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხონის მუნციპალიტეტის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 646 ოჯახი გაზიფიცირდა. სამუშაოების დასრულების ეტაპი ენერგეტიკის მინისრტმა კახა კალაძემ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორმა მამუკა კობახიძემ, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და მრავალშვილიან ოჯახში სიმბოლურად გაზქურაც აანთეს.
გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" განახორციელა. აღნიშნული პროქტის ფარგლებში 8 594 მეტრი სიგრძის გაზსადენი აშენდა და თითოეულ ოჯახში უფასოდ დამონტაჟდა ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი.
დღესვე, ენერგეტიკის მინისტრმა 2015 წელს ხონის გაზიფიცირების პროექტის დაწყებაც დააანონსა, ხონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ არის.