როგორ შეხვდება ქუთაისი ახალ წელს?
თარიღი : 25-12-2014, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის პრესსამსახური ქალაქში დაგეგმილ წინასაახალწლო ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს.
ღონისზიებები 31 დეკემბერს, 13:00საათზე ქალაქის ცენტრში თოვლის ბაბუისა და ზღაპრის გმირების საზეიმო სვლით დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას ბერიკები და ნიღბების თეატრის მსახიობები მიიღებენ, ხოლოთოვლის ბაბუა ბავშვებს ტკბილეულს დაურიგებს.
გარდა ამისა, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება განათებული მცირე ზომის საახალწლო ქალაქი, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სააახალწლო გოზინაყი. ასევე, მოეწყობა ხელთნაკეთი საახალწლო აქსესუარებისა და მისალოცი ბარათების გამოფენა.
20:00 საათზე ქალაქში დაგეგმილია მესხიშვილის თეატრის კიბეებზე ქალაქის მოსახლეობისათვის შავფაროსნების საახალწლო მილოცვა თეატრალიზებული წარმოდგენით.
21:00 საათზე გაიმართება საზეიმო გალა-კონცერტი, რომელსაც აკო ანდღულაძე და სოფიო სვანიძე წაიყვანენ. კონცერტში მონაწილეობენ შემდეგი შემსრულებლები:
თორნიკე ყიფიანი ბენდით;ნუკრი კაპანაძე; ლადო ჯანელიძე; პანჩო; კახა კუხიანიძე; მარიამ კახელიშვილი; მიშა სულუხია; ჯგუფი "სეიშენი"; ჯგუფი "განგაში";
ჯგუფი "რევანში"; ჯგუფი "ქართული ეფექტი"; ინდირა ჯგერენაია.
ღონისძიებებს 00:00 საათზე საზეიმო მილოცვა, სახელმწიფო ანსამბლის შესრულებით "მრავალჟამიერი" და ფოიერვერკი დაასრულებს.