ორი წელი სოციალური აგენტის მოლოდინში

სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ რუხაძეების ოჯახს ორ წელზე მეტია სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. მიზეზად მაღალი ქულები დასახელდა.
რუხაძეების ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. პირველ სართულზე იატაკის ნაცვლად მიწაა და წვიმის დროს გუბეები დგება. სამზარეულოს არც კარები აქვს, არც ფანჯარა.
"მშიერები ვკვდებით. ძალიან გაჭირვებული ოჯახი ვართ. არ ვიცი რა მიზეზით შემიწყვეტეს დახმარება. ფანჯრები ზოგან პოლიეთილენის პარკითაა აკრული, ზოგან ღიაა და აწვიმს. ჩემმა მეუღლემ უკიდურესი სიღარბის გამო რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი სცადა. სოციალური აგენტო კი, როცა მოვიდა ასე თქვაა მაღალი ქულები დაგიგროვდათო,"- ამბობს კატო რუხაძე.
სამტრედიის გამგეობაში აცხადებენ, რომ ოჯახის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, შესაძლებელია ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარებით დაეხმარონ.