ქალაქის მერის დასაცავად დაწყებული ჩხუბი ქუთაისის საკრებულოში

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სხდომაზე ხმაურის მიზეზი კომპანია „ვისოლი“-ს მიერ დატოვებული ქუთაისის „ტორპედო“-ს დაფინანსების საკითხი გახდა.
ამჯერად კლუბი ქალაქის მერიის ბალანსზე იმყოფება და მის შესანახად თანხების მოძიება ადგილობრივ ხელისუფლებას უწევს.
საკრებულოზე დაწყებულ დაპირისპირებაში საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე და „ნაციონალი“ ამირან ძოწენიძე მონაწილეობდნენ. დოლიძემ ქალაქის მერის დაცვა სცადა, როდესაც "ნაციონალმა" დეპუტატმა განაცხადა, რომ "ვისოლი"-ს წასვლით შოთა მურღულია იყო დაინტერესებული.
„ჩვენი მეგობარი უმრავლესობიდან ზრდილობის ფარგლებს გასცდა. ბორკომის ბოთლის სროლას ვგულისხმობ. არ ვიცი ნერვები სხვა რამეზე ჰქონდა აშლილი, თუ უბრალოდ ცხოვრებაზეა გაბრაზებული და ჯავრის ყრა ჩემზე მოინდომა. კარგად ვიცით, რომ ქალაქის მერის, შოთა მურღულიას კაბინეტში მზადდებოდა ის პროცესები, რომელიც უკავშირდებოდა მატჩებზე შევარდნებს. „ვისოლი“ იძულებული გახადეს „ტორპედო“ დაეტოვებინა. ქალაქს კი გუნდის დაფინანსება არ შეუძლია,“ - განაცხადა ძოწენიძემ. დღევანდელ სხდომაზე "ტორპედო"-ს ქუთაისის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოეყო.