ადვოკატის დახმარებით პრობაციონერი ციხეს გადაურჩა
თარიღი : 24-12-2014, 12:58 | კატეგორია: სამართალი

2014 წლის ოქტომბრის თვეში იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მოქალაქე მ.ნ.-მ მიმართა, რომელიც სასჯელს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. მ.ნ. სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას ითხოვდა. კონსულტაციის გაწევისას ადვოკატმა გაარკვია, რომ მსჯავრდებული გასამართლებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ და მისჯილი ჰქონდა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასჯელის მოხდა პირობით ჰქონდა გადავადებული. მ.ნ.-ს მიერ პირობითი სასჯელის მოხდაზე კონტროლს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო ახორციელებდა.
მ.ნ.-მ გარკევეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო პრობაციის ბიუროში გამოცხადება გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, თუმცა პრობაციის სამსახურმა ისე, რომ არ გარკვეულა რა იყო მ.ნ.-ს პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის მიზეზი, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა მ.ნ.-ს დაპატიმრება ითხოვა, რაც ზუგდიდის სასამართლომ გაიზიარა. მ.ნ. დააპატიმრეს და მას 4- წლიანი სასჯელი შეუფარდეს.
ადვოკატმა ხვიჩა თავაძემ მ.ნ.-სთან შეხვედრისას გაარკვია, რომ მას არ ჰქონდა ჩაბარებული ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად გასაჩივრების შესაძლებლობაც არ ჰქონდა ამოწურული. ადვოკატმა ურჩია, რომ გაესაჩივრებინათ ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სასამართლოში. ადვოკატმა მის მიერ მომზადებულ სააპელაციო საჩივარში ის საპატიო გარემოებები მიუთითა, რომელთა გამოც მ.ნ.-მ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო პრობაციის ბიუროში გამოცხადება.
საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და მ.ნ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.