„ხელისუფლებიდან ღამით საერთოდ ვინმე დადის ქალაქში?“
თარიღი : 23-12-2014, 21:03 | კატეგორია: სხვადასხვა

იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გიგა შუშანია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩამქრალ საახალწლო განათებებს იწუნებს და ხელისუფლებას საყვედურობს.
„გუშინ ღამით ჩემს ბიჭთან ერთად (რომელიც 6 წლისაა) ფეხით გავისეირნე ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც საახალწლო განათებების ნახევარი ჩამქრალი და გადამწვარი იყო. ალექსიმ მკითხა: "მამა რატომ არის ნაწილი ანთებული და ნაწილი ჩამქრალიო". უცებ რაც მოვიფიქრე ვუპასუხე: "ეტყობა გადაიწვა და არ გამოცვალესთქო". არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა: "მამა, სახლში რომ ნათურა იწვება ჩვენ ხომ ვცვლით და ესენი რატომ არ აკეთებენ, არ იციანო"? ექვსი წლის ბავშვი მიხვდა, რომ გადამწვარი ნათურა უნდა გამოიცვალოს და თქვენ რა დაგემართათ? ან არ გააკეთოთ საერთოდ და ან ახალი მაინც იყიდეთ. საერთოდ ხელისუფლებიდან ღამით ვინმე დადის ქალაქში? დარწმუნებული ვარ, თქვენს შვილებსაც იგივე რეაქცია ექნებათ ასეთი განათებების დანახვისას,“ - წერს შუშანია თავისი facebook-ის გვერდზე.