გიჟად მონათლული დეპუტატი და არაკვალიფიციური საკრებულოს თავმჯდომარე-ხმაური ზესტაფონში
თარიღი : 23-12-2014, 17:51 | კატეგორია: ახალი ამბები

დაპირისპირება მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულს სხდომაზე.
საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა კობა გოჩალეიშვილმა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმა მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატს გიჟი უწოდა და მკურნალობის კურსის გავლისაკენ მოუწოდა.
თავად დეპუტატმა განმარტა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ რეგლამენტი არ იცის.
საკრებულოს სხდომას ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დაფინანსებას ითხოვენ.
სხდომაზე, რომელიც დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, დეპუტატები ზესტაფონის 2015 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ.