დაბალი კომპეტენციის პრობლემა თუ საჯარო ინფორმაციის დამალვა ქუთაისის მერიაში?
თარიღი : 23-12-2014, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიას წერილით მიმართა და მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, ქუთაისი შემოვლითი გზის 32-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნაზე მერიაში დასაქმებულთა ყოფნის საჭიროების განმარტება მოითხოვა.
ორგანიზაციის წერილში ასევე ითხოვდა საჯარო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომელი თანამშრომელი რა მიზეზით არ იმყოფებოდა ამ დღეს სამსახურში.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, მერიისგან საპასუხოდ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას ხელმოწერით ზოგადი შინაარსის წერილი მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერიის თანამშრომლები 2014 წლის 19 ნოემბერს, ისევე როგორც სხვა დროს, ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას.
ბარათაშვილი ამბობს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე დაბალ კომპეტენციასთან აქვთ. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, აცხადებს, რომ ქუთაისის მერმა თანამშრომლები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის უკვე ორჯერ გამოიყენა.
„პირველად ეს იყო,როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში მერმა მიტინგი მოაწყო თავისივე სამსახურის წინ. მეორე შემთხვევა იყო ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნაზე, რომელსაც სამუშაო საათებში ქუთაისის მერიის სამსახურების უფროსები და ააიპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ეს ადამიანები წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ ქუთაისის მერს, რადგან მერიაში კონკურსი მიმდინარეობს. საბოლო ჯამში ყველაფერი ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესებს,“ - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.