ქუთაისის ოპერის 45-წლიანი ისტორია საიუბილეო კვირეულში და მზადება ანშლაგისთვის
თარიღი : 22-12-2014, 20:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სულ რამდენიმე საათი და კალენდარი 23 დეკემბრის ათვლას დაიწყებს. დასამახსოვრებელი და ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში დიდხანს სალაპარაკო ამბავი-ასეთი უნდა იყოს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საიუბილეო კვირეული.
თეატრალების, თეატრის მოყვარულებისა და უბრალოდ ოპერის 45 წლიანი ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის წარუშლელი შთაბეჭდილებების დატოვების მიზნით, ოპერის დასი რეპეტიციებს უწყვეტ რეჟიმში გადის. საიუბილეო კვირეულის მზადებაში ჩართული თითოეული ადამიანისათვის წამზომი იუბილის გამოცხადებიდან ჩაირთო. თითოეული წამი კი მნიშვნელოვანია, რადგან მაყურებელი თვით კრიტიკოსებზე ყველაზე დიდი კრიტიკოსია. კრიტიკოსებისგან კი კრიტიკა რომ არ დაიმსახურონ, ყველა დაკავებულია. აქ არ არსებობს „ჩემი“ და „შენი“ საქმე. რადგან ქუთაისის ოპერის თეატრმა არსებობის 45-წლიანი საპატიო ტვირთი კეთილსინდისიერად ატარა, თუმცა წინ გასავლელი კიდევ ათეული და ასეული წელია.
ოპერის თეატრის საიუბილეო კვირეულისათვის დამზადდა აფიშები და მოსაწვევი ბარათები საიუბილეო სტუმრებისათვის. დაიბეჭდა და გამოიკრა ბანერები.
23 დეკემბერს ქუთაისელი საზოგადოება ოპერის თეატრის ერთ-ერთ დამაარსებელს და უდიდეს დირიჟორს თეიმურაზ კობახიძეს გაიხსენებს. მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია და ჩატარდება კობახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა კონცერტი.
24 დეკემბერს გალა კონცერტი ამჯერად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებისა და ორკესტრის მონაწილეობით გაიმართება.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, 26 დეკემბერს დაგეგმილია ღვაწლმოსილი არტისტების-გიორგი ლომთძისა და ანატოლი ჭურღულიას ვარსკვლავების გახსნა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ შემოქმედისათვის არ არსებობს შემოქმედებითი სიჭარმაგე.
27 დეკემბერს, კვირეულის დახურვის დღეს ოპერის თეატრში წარმოდგენილი იქნება ლეონკავალოს ჯამბაზები. Topnews.com.ge ოპერის თეატრში აღნიშნული წარმოდგენის რეპეტიციას დაესწრო. შეიძლება ითქვას, რომ „ჯამბაზებში“ მონაწილე თითოეული ადამიანი მაქსიმალურად იხარჯება, რათა წარმოდგენამ სრული ანშლაგით, მაყურებელთა ოვაციების ფონზე ჩაიაროს.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებსა თუ კვირეულის გარეშე აქტიურობით გამორჩეული ქუთაისის ოპერის თეატრი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ხმამაღალი სიტყვის თქმას კიდევ ერთხელ, ხოლო იუბილის პრემიერების მსგავსად, ანშლაგით ჩატარებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge, ქუთაისში მოქმედი სხვა მედიასაშულებების მსგავსად, ქუთაისის ოპერის თეატრს სრულ საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს.