ვანის მუნიციპალიტეტში ვაკანტურ ადგილებზე განაცხადი 1 050-მა კონკურსანტმა გააკეთა
თარიღი : 22-12-2014, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტში ატესტაციის შედეგად დაფიქსირებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოცხადებულ 50 ვაკანსიაზე განაცხადი 1050-მა კონკურსანტმა გააკეთა. აღნიშნული რაოდენობიდან კონკურსის მეორე ეტაპზე 318 ადამიანი გადავიდა, ხოლო
ტესტირების ეტაპი 143-მა კონკურსანტმა გაიარა.
მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს გასაუბრება 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ჩაუტარდებათ.
შეგახსენებთ, რომ ვანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსი 26 ნოემბერს გამოაცხადა. კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადები 5 დეკემბერის ჩათვლით გაეკეთებინათ.