Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დიმიტრი კოპალიანის 99 დღიანი მერობის დღიური

topnews.com.ge
ქვეყნის სიდიდით მეორე და საპარლამენტო სტატუსის მქონე ქალაქი რამდენიმე დღეა უპატრონოდ არის დარჩენილი. რადგან არც მერი ჰყავს და არც მერის მოვალეობის შემსრულებელი. ქუთაისის ახლა უკვე ყოფილმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა განცხადება გადადგომის შესახებ ისე დაწერა, მერიის მაღალჩინოსნების მტკიცებით, მათ არაფერი იცოდნენ.
კოპალიანი ქალაქის საკრებულომ მერად მიმდინარე წლის 5 ივნისს დანიშნა. მართალია, მერის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ მათი შერჩეული მერი თანამდებობაზე მინიმუმ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაჩედებოდა, თუმცა ქუთაისიდან წასულმა და ამერიკაში განათლებემიღებულმა დიმიტრი კოპალიანმა ქუთაისურ ნიადაგზე ვერ „გაიხარა“. 5 ივნისს საკრებულოს მიერ დანიშნული კოპალიანი სამსახურში 10 ივნისს გამოცხადდა. მერს მუდმივად თან ახლდნენ წარსულში “ნაციონალების” მიერ “გამოზრდილი” თანაშემწეები, რომლებიც ჟურნალისტებს მერის ჩაწერის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. დიმიტრი კოპალიანს ქალაქის მერიაში მუშაობისათვის სასათბურე პირობები შეუქმნეს. ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის მერს პრესსპიკერი ჰყავდა, რადგან 22 წელი საზღვარგარეთ ცხოვრების პირობებში მერს მშობლიური ენა ლამის დავიწყებული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო კომისია მერობის მსურველისაგან ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნას ითხოვდა.
6 ივლისს, დიმიტრი კოპალიანმა ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა მერიის სამსახურების უფროსების მოვალეობის შემსრულებლებისა და ვიცე–მერების წარდგენის მიზნით. უჩვეულო ამპლუაში მყოფი მერის ნერვიულობა იმდენად შემსაჩნევი იყო, რომ დიმიტრი კოპალიანს სამსახურის უფროსების მოვალეობის შემსრულებლის სახელებისა და გვარების ამოკითხვა გაუჭირდა. ხოლო ფურცლის მეორე მხარეს დაწერილი ვიცე-მერების დასახელება, რომლებიც გვერდით ედგნენ, არც გახსენებია. მერისათვის დამატებითი კითხვები არც მედიის წარმომადგენლებს დაუსვამთ. თუცმა ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კოპალიანმა მის facebook-ის გვერდზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, –“ვიცე–მერები ბრიფინგზე აღარ მითქვამს და აქ დავწერ, კოტე ლომიძე და გიორგი შარაბიძე იქნებიანო.” სამსახურის უფროსების წარდგენის შემდეგ, მერი 8 ივლისს ამერიკაში 20 დღიანი შვებულებით გაემგზავრა, როგორც მაშინ პრესსამსახურმა განაცხადა, ის ამერიკაში მსხვილ ორგანიზაციებს შეხვდა და ქალაქში ინვესტიციების მოზიდვაზე ისაუბრა. ამერიკიდან დაბრუნებული მერი ქალაქში დასუფთავების პრობლემის მოგვარებას შეუდგა და აღნიშნული მიზნით 17 აგვისტოს მოწყობილ დასუფთავების აქციაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. თუმცა მერის გარემოცვამ ქალაქის პირველ პირს რატომღაც არ აუხსნა, რომ ქუთაისის ნაცვლად ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაასუფთავებინეს. როცა ეს ყველაფერი მერმა გაიგო, ისე დაშინდა, მომდევნო “შაბათობებზე” მხოლოდ ქალაქის ცენტრის დალაგებით შემოიფარგლებოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილად ქუთაისს ალაგებდა.
ქუთასიის მერის დაახლოებით სამთვიან საქმიანობაში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა” და დიმიტრი კოპალიანის ჭიდილი უნდა აღინიშნოს. ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტები კოპალიანის ბრიფინგზე – „პატრიოტების“ პასუხს, შემდეგ პასუხის–პასუხს და ამ პასუხის –პასუხს წერდნენ. „პატრიოტები“, რომლებმაც მერს მხარი უმრავლესობით დაუჭირეს, კოპალიანს იმპიჩმენტით დაემუქრნენ. რის გამოც მერმა მორიგი, 20 დღიანი შვებულება აიღო. ამ შვებულების პერიოდში ის რამდენჯერმე დაეკონტაქტა “ტოპნიუსს” და განუცხადა, რომ 11 სექტემბერს სამსახურში უჩვეულო ენერგიითა და იდეებით გამოცხადდებოდა. აღსანიშნავია, რომ შვებულების დასრულებამდე, 10 სექტემბერს ქუთაისი მერი პარლამენტში, მერის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად იმყოფებოდა.
11 სექტემბერი მსოფლიო ისტორიაში უკვე შესულია როგორც ამერიკის ტერაქტის დღე, თუმცა ქუთაისის ისტორიაში ის როგორც ორმერობის დღედ შევა. ქალაქს იმ დღეს ორი მერი ჰყავდა. მეოთხე სართულზე მყოფი ვიცე–მერი კოტე ლომიძე ჟურნალისტებს ისე ეწერებოდა, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი, მაშინ, როცა მეორე სართულზე მერის კაბინეტში კოპალიანი ჩვეულად სამსახურში იყო. 11 სექტემბრის ღამეს ცნობილი გახდა, რომ მერი იმპიჩმენტს მეორედ გაექცა, რადგან საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატები მისი საქმიანობის შეფასებას გეგმავდნენ. ქალაქის წინა მერს, ბესიკ ბრეგაძეს საკრებულოს წევრებმა დარღვევად მივლინებებში ხშირად სიარული და შედეგების შესახებ ანგარიშის საკრებულოზე არ წარმოდგენა ჩაუთვალეს, დიმიტრი კოპალიანს იმავე უმრავლესობამ მუშაობა დაუწუნა.
შესაბამისად, მერმა იმპიჩმენტს საკუთარი ნებით წასვლა ამჯობინა, რის გამოც, როგორც ქუთაისში იტყვიან, ქალაქი კვლავ უპატრონოდ დარჩა. ამის მიუხედავად, იუმორს მეორე დედაქალაქში არც ამ პირობებში უჩივიან და ზოგი იმასაც ჰკითხულობს: „ჰყავდა კი ამ ქალაქს პატრონი ოდესმე?!“


ნანახია: 2945-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის მიერ აღებული 20 დღიანი შვებულება დღეს დასრულდა. როგორც კოპალიანმა ტოპნიუსთან საუბრისას
ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე-მერი კოტე ლომიძე შეასრულებს.
ქუთაისის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა. მოქმედმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა, რომელიც შვებულებიდან დღეს გამოვიდა,
ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები იმპიჩმენტს ვერ გამოუცხადებენ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე აღნიშნულ თანამდებობაზე ერთ-ერთმა ვიცე-მერმა გია შარაბიძემ ჩაანაცვლა. ამის
ტოპნიუსისათვის მერიაში დასაქმებულებიდან ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მერის ე.წ. თანაშემწე გია ცაცაშვილი მერს არწმუნებს, თითქოს ის

ამინდი