Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ფეხზე დავაყენოთ გლეხი

თარიღი : 20-12-2014, 18:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ჩვენი მთავარი ამოცანაა გავაძლიეროთ რეგიონები. ფეხზე დავაყენოთ გლეხი და სოფელი,“ - ეს განცხადება ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში, ახალი სასათბურე მეურნეობის გახსნაზე გააკეთა.
სასათბურე მეურნეობა კერძო ინვესტორებისა და ჰოლანდიური კომპანიის მიერ ერთობლივად, ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციით დაფუძნდა. 10 000 კვ. მეტრზე განთავსებული ობიექტი სასათბურე, სასაწყობო მეურნეობას, ასევე, მაცივრებით აღჭურვილ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ქსელს მოიცავს.
„იმერეთი გრინერის“ სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა იგეგმება. როგორც ადგილზე აცხადებენ, წარმოებაში ქიმიური სასუქის გამოყენება მინიმუმამდეა შემცირებული და დაცულია გარემოს დაცვის მოთხოვნები.
ამ დროისათვის სასათბურე მეურნეობაში 20 ადგილობრივია დასაქმებული. ხოლო მომავალში, წარმოების ზრდის პარალელურად, დასაქმებულთა რაოდენობის 100-მდე ზრდა იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, რომ სათბურის ერთ-ერთი მფლობელი, ჰოლანდიელი გადმოსახლდა საკუთარი ოჯახით სამტრედიაში, ეს არის მაგალითი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც რეგიონს ტოვებენ.
ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მთავარ ამოცანას სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარება წარმოადგენს.


ნანახია: 2205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიება ბაღდათის რაიონის სოფელ ქვედა დიმში, შალვა კვინიხიძის სასათბურე მეურნეობაში გაიმართება.

ამინდი