Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ხდება მამობის დადგენა და რამდენს შეადგენს სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი?

თარიღი : 20-12-2014, 12:18 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1. კითხვა: ვაპირებ სარჩელის აღძვრას სასამართლოში მამობის დადგენის თაობაზე. გთხოვთ, განმიმარტოთ, რამდენი ლარის ოდენობით უნდა იქნეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიმამობის დადგენის თაობაზე სარჩელის აღძვრისას ?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სარჩელი მამობის დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, წარმოადგენს თუ არა მოსამართლის აცილების საფუძველს მხარის წარმომადგენელთან ნათესაური კავშირი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად:. მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ამ მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან: ა) მეუღლე; ბ) დანიშნული; გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები; დ) და-ძმა; ე) დისშვილები და ძმისშვილები; ვ) მშობლების და-ძმები; ზ) დანათესავებულები (მოყვრები); თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.

3.კითხვა: რა ვადაში უნდა იქნეს ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლო წარდგენილი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.

4. კითხვა: რამდენ წელს შეადგენს სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ:
• ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან.
• 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.
• 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
• აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
• აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

5. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ რამდენ წელს არ უნდა აღემატებოს აღნაგობის უფლების ვადა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.

იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com


ნანახია: 2568-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დასაშვებია თუ არა განქორწინება ორსულბის პერიოდში?, რა ვადაში შეუძლია დასაქმებულს გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრება?-ამ და სხვა
როგორ ისჯება სამსახურებრივი გულგრილობა? ვინ შეიზლება აირჩეს მერად, გამგებლად ან საკრებულოს წევრად? რამდენს შეადგენს სამსახურში
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
რა სახის სასჯელს ითვალისწინებს მომხმარებლის ან ბანკის მოტყუება კრედიტის აღების მიზნით? რომელი რიგის მემკვიდრეებს ერგებათ
საჯაროა თუ არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები? როგორ ხდება მერისა და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა?,- ამ
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-

ამინდი