ქუთაისის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
თარიღი : 19-12-2014, 19:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
2015 წლის ბიუჯეტი 47 მლნ 555 400 ლარით განისაზღვრა, რომელიც 2014 წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით 3 მლნ 850 000 ლარით მეტია.
ქალაქის განვითარების პრიორიტეტები კი
ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესებას,სკოლანდელი განათლების დაფინანსებასა და ხელშეწყობას,
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.
ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელებას, სპორტისა და კულტურის დაწესებულებების დაფინანსებას,
ტურიზმის განვითარებასა და ქალაქის, როგორც ტურისტული მომსახურების ცენტრად ჩამოყალიბებას წარმოადგენს.
. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქცია „ნაციონალების“ წევრებმა, ხოლო „ლეიბორისტმა“ დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.
ქუთაისის მერის
შოთა მურღულიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ერთ-ერთ დაკვეთას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება წარმოადგენდა. მერის თქმით, გამოთავისუფლებული თანხები სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.
ქუთაისის მერმა მომავალი წლის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები დააანონსა.
ბიუჯეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 17 ხმით დამტკიცდა.