იტვირთება

"მინდა ხალხმა გაიგოს,"-რას აცხადებს სტიქიის ზონაში ჩასული ვახტანგ გომელაური?

"მინდა ხალხმა გაიგოს,"-რას აცხადებს სტიქიის ზონაში ჩასული ვახტანგ გომელაური?


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. უწყების ინფორმაციით, მინისტრი სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს ადგილზე აკვირდება.

„თათბირი ჩავატარეთ, დაიგეგმა ახალი მიმართულებები. ეპიცენტრში დარჩენილია 26%, რაც შესამოწმებელია. სიახლე არის ის, რომ ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა. პატრონები როგორც ვიცით დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. ეს რომ დამთავრდება, დაიგეგმება შემდგომი სამუშაოები, მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამას შემდგომ დეტალურად იტყვიან და გააკეთებენ განცხადებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ იქნა მიღებული ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის ღამეს, სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვის გადაწყვეტილება.

„მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათ, ვინც გუშინ უაზრო განცხადებები აკეთეს. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღისით, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც შუაში კუნძულზე მოხვდნენ. ამასთან ერთად მუშაობდა 5-6 სითბური დრონი, რომლებიც ბევრად უკეთესად ხედავს. ეს არის მაღალი თანამედროვე ტექნოლოგიური დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობდნენ მაღალ და დაბალ სიმაღლეებზე.
კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით? დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ.
ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმაც რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ აუცილებლად. ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული ან ჩაფლული.

ვინც გამოვიდნენ და განცხადებები აკეთეს დღესაც ვერ გაიგებენ დარწმუნებული ვარ, დღესაც გამოვლენ და იმავეს გაიმეორებენ. მე ვუხსნი ხალხს ამ შემთხვევაში რომ ხალხმა გაიგოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ დაღამდებოდა, 2 საათით ადრე ვერტმფრენებმა იმუშავეს, გამოიყვანეს ხალხი, ის 140 ადამიანი იყო უსაფრთხოდ, მათთან იყვნენ ჩვენი პოლიციელები, მაშველები, საკვები და წყალი აიტანეს და არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ჩვენ გაგვერისკა ბავშვების ღამით ვერტმფრენში აყვანა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები