Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შეშის დეფიციტი ქუთაისში და მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნა-ვინ გათბება ზამთარში?

თარიღი : 18-12-2014, 23:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში შეშით უზრუნველყოფის თხოვნით 500 განცხადებაა შესული. ადგილობრივი ხელისუფლებისგან სათბობი მასალის გადაცემას როგორც კერძო სექტორში, ისე საერთო საცხოვრებლებში მყოფი მოქალაქეები ითხოვენ. შეშის მთხოვნელთა სიაში არიან სოციალურად დაუცველი, სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე, თუმცა მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახები და იძულებით გადაადგილებული პირები.
მოქალაქეები განმარტავენ, რომ მათთვის ზამთრის პერიოდში გათბობისა და საკვების მომზადების ერთადერთი საშუალება ღუმელია.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ამ დროისათვის შეშით 70 ოჯახის დაკმაყოფილება შეძლო. სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე ამბობს, რომ მერიას შეშა მცირე რაოდენობით აქვს. ამიტომ, შეშის გადაცემისას უპირატესობა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მიენიჭებათ.
„გასულ წელს შეშა 180 ოჯახს მივეცით. წელს ამდენის საშუალება არ გვაქვს. მოგეხსენებათ ქალაქს თავისი ტყე არ აქვს. ხეების გადაბელვის შედეგად რა ნარჩენებიც მივიღეთ, 70 ოჯახს დავურიგეთ. კიდევ შეიძლება 30 ოჯახისათვის გადასაცემი შეშა მოვიძიოთ. თითოეული ოჯახის მდგომარეობას ვიზიარებთ. განცხადებების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მერიის სოციალურ სამსახურთან ერთად განვსაზღვრეთ ის ოჯახები, რომლებიც შეშას მიიღებენ,“ - ამბობს მალხაზ ბასილაძე.


ნანახია: 2647-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ასათიანის ქუჩაზე, სასტუმრო 'თბილისის' ყოფილ შენობაში მცოხვრები ოჯახები ამბობენ, რომ ავარიულ შენობაში გათბობის ერთადერთი საშუალება
სპეციალური სერვისები"–ს წარმომადგენლებმა საშეშე მერქანი ამჯერად ვაჟა-ფშაველას 67 ნომერში მცხოვრებ მშენიერაძეების ოჯახს გადასცეს.
პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად განხორციელდება.
მომიტანეს ორი დღის წინ მოჭრილი ჭადრის ხეები. ეს შეშა დასაწვავად მინდა, სერვანდში გამოსადებად კი არა. ორი დღის წინ თოვაში მოჭრილ
ქალბატონი, რომელიც Topnews.com.ge-ს დაუკავშირდა, ამბობს, რომ წლებია შეშის ღუმელზე თბება და საკვებსაც აღნიშნულ ღუმელზე ამზადებს,
ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის განცხადებით, 'სპეციალური სერვისები' ქალაქის

ამინდი