ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები სამსახურის დაკარგვის შესახებ გააფრთხილეს
თარიღი : 18-12-2014, 18:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები სამსახურის შესაძლო დაკარგვის შესახებ გააფრთხილეს.
„გაცნობებთ, რომ ააიპ ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში იწყება რეორგანიზაცია. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაცნობებთ სავარაუდო განთავისუფლების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე აწერს.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხს ქალაქის ხელისუფლება წყვეტს, თუმცა ამ დროისათვის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ხელფასების ზრდის მოთხოვნით სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ. ხელფასების ზრდის მოთხოვნაზე ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა მათ უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხი ბიბლიოთეკაში რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ გადაიხედებოდა.