ქუთაისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა „ეროვნული ყრილობის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ხელისუფლების დაუყოვნებლივი შეცვლა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსეს.
„700 000-მდე ადამიანის ხელმოწერა გვაქვს, რომლებიც ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლას მოითხოვენ. ეს მთავრობა ხალხზე არ ფიქრობს და ისინი ხალხმა უნდა შეცვალოს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციას იპოთეკური სესხებით დაზარალებულებიც შეუერთდნენ.
მათი თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მათი მთავარი დანაპირები დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხების გაცემა იყო, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნის 2 წლის თავზე პარლამენტს ეს კანონპროექტი არ მიუღია.