რჩევა ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიას და პასუხის პასუხი კომისიის თავმჯდომარეს
თარიღი : 17-12-2014, 19:56 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
კომისიის მუშაობისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს მიერ უნდობლობის გამოცხადება არასერიოზული კაცის მორიგ არასერიოზულ განცხადებად შეაფასა კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა და იქვე აღნიშნა, რომ განცხადებას მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების მიზნით უპასუხა. დვალის აღნიშნულ განცხადებას კვლავ განცხადებით უპასუხა ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია გოქაძემ.
„თუკი კონკურსანტის პროფესიულ დონეს ტესტირება ამოწმებს, მაშინ რა როლი აქვს გასაუბრებას, რომელიც პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული კომისია ახორციელებს? რატომ არის თეორიულად შესაძლებელი ტესტირებაზე უმაღლესი შეფასების მიმღებ კონკურსანტს გასაუბრებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სიმწრით გადალახულმა კონკურსანტმა "აჯობოს"? რატომ მოხდა მერიის მხრიდან საჯარო სამსახურში (გადასახადის გადამხდელის მიერ დასაქირავებელი) საჯარო მოხელის თანამდებობაზე ასარჩევი კონკურსანტის ტესტირების შედეგების გასაიდუმლოება და კანონის რომელი მუხლი ითხოვს ამას? რა პროფესიული ნიშნით არიან კომისიის წევრები შერჩეული და დამთხვევაა თუ არა ის, რომ "ქართული ოცნების" ქომაგთა და აქტიურ წევრთა გარდა კომისიის შემადგენლობაში არავინაა?
ბატონი დვალის შემუშვებული ტაქტიკა დახვეწას არ ექვემდებარება. პრობლემის პერსონალიზაცია და კონკრეტული არასამთავრობოს ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა მოკლევადიანი გათვლაა და საზოგადოების ინტერესთან შეუთავსებელი. საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა მათივე დაქირავებულ დვალს, მურღულიას და სხვა ჩინოვნიკებს აუცილებლად მოუწევთ, მანამდე კი გირჩევდით, რომ ენერგია, რომელსაც გია გოქაძის და "ევროპა ჩვენი სახლია"–ს არასერიოზულობაში საზოგადოების დასარწმუნებლად ხარჯავთ, პარლამენტის ქუთაისში დასატოვებლად დაგეხარჯათ, რაც თითოეული ქუთაისელის უკეთესი მომავლის გარანტია იქნებოდა,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც Topnews.com.ge-ს მიაწოდეს.
ცნობისთვის, გოქაძე, რომელიც მიმდინარე კონკურსის შედეგებს უნდობლობას უცხადებს, ამბობს, რომ მერიასა და საკრებულოში ადგილები წინასწარ არის დაჯავშნული. ხოლო მიმდინარე კონკურსში ძალოვნებიც მონაწილეობენ.
კონკურსის მიმართ უნდობლობის საფუძველს გოქაძე იმაშიც ხედავს, რომ მისი თქმით, გასაუბრებას, კონკურსის მესამე ეტაპს, არც ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია არ აკვირდება.
გია გოქაძის თქმით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მას კონკურსისა და ატესტაციის შედეგები არ მიაწოდა. გოქაძე ამბობს, რომ კონკურსის დასრულების შემდეგ, მერიას მაღალი ქულების მქონე, თუმცა სამსახურს მიღმა აღმოჩენილი კონკურსანტებისათვის პასუხების გაცემა მოუწევს.