ამერიკული განათლება საქართველოში-განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
თარიღი : 17-12-2014, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქუთაისში იმყოფებოდა.
მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდნტებს, პროფესორებსა და უფროსკლასელებს შეხვდა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ის პროექტი გააცნო, რომელსაც ამერიკული მხარე 30 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს.
პროექტს“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ ჰქვია. პროექტს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებს.
პროექტის შედეგად კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომებს საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში.