ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს
თარიღი : 16-12-2014, 19:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დავით დვალი არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"- ს თავმჯდომარე გია გოქაძის განცხადებას პასუხობს.
გოქაძე თავის განცხადებაში ქუთაისის თვითმმართველობაში მიმდინარე საკონკურსო-საატესტაციო პროცესს და მასში დამსწრის სტატუსით ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდობლობას უცხადებს. გოქაძე იმასაც აღნიშნავს, რომ კონკურსის მესამე ეტაპის მიმდინარეობას არც ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია არ აკვირდება, ხოლო საკონკურსო -საატესტაციო კომისია კონკურსის მეორე ეტაპის (ტესტირების) შედეგებს არ აწვდის.
„ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და არასერიოზული კაცის მორიგი არასერიოზული განცხადება, რომელსაც მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით ვპასუხობთ:
1. გოქაძე თუ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „სამართლიან არჩევნებს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, რომლებიც მუდმივ რეჟიმში, როტაციის წესით ესწრებიან და აკვირდებიან გასაუბრების პროცესს, ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციებად ვერ აღიქვამს, ეს მისი პირადი პრობლემაა. მეეჭვება ზემოაღნიშნული არასამთავრობოების რეპუტაციას ჩვენი ადვოკატირება სჭირდებოდეს.
2.კომისიის მხრიდან კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში ასევე ხორციელდება გასაუბრების ჩაწერა ვიდეო კამერის მეშვეობით.
3. რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების შედეგების მიწოდებას, ბატონ გოქაძეს წერილობით განემარტა, მოეპოვებინა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით დაცული პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის მიღებაზე თანხმობა თავად კონკურსანტებიდან, რისი წარმოდგენის შემდეგაც კომისია კონკურსანტის თანხმობაზე დაყრდნობით გასცემს მისივე პირადი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს.
სამწუხაროა, რომ მიცემული მარტივი განმარტების შინაარსს ბატონი გოქაძე ვერ ჩაწვდა,“- ნათქვამია საკონკურსო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.